კინო

ფილმი თბილისზე – ქალაქი, სადაც ღამის ცხოვრებას ქალები მართავენ

ლონდონში დაფუძნებული რეჟისორი და ჟურნალისტი ნოემი ჰატალა Vimeo-ს არხზე დოკუმენტურ ფილმს “ქალაქი, სადაც ღამის ცხოვრებას ქალები მართავენ” აქვეყნებს.

10-წუთიან ფილმში თბილისში არსებული კლუბების დამფუძნებლები და მენეჯერები საუბრობენ კლუბების მიზნებსა და მიზეზებზე, ქალების ემანსიპაციაში მათ როლზე და სხვა.

“ცეკვა თბილისში პოლიტიკური აქტია. ადრეული 90-იანი წლების ბერლინის მსგავსად, რეივი თბილისში სოციალურ და პოლიტიკურ ელემენტებს შეიცავს, რაც მას უფრო მეტს ხდის, ვიდრე გართობას.

კლუბური ცხოვრება გახდა გზა ახალგაზრდა ადამიანებისთვის დაუპირისპირდნენ კონსერვატიულ რეჟიმს. კლუბში თავს იყრიან და თავისუფლად ერთობიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ “რადიკალური”, და ლიბერალური შეხედულებები სექსუალური იდენტობის საკითხებზე.

თბილისში 5 დიდი კლუბია, რომელთაგანაც ოთხს ქალი მართავს.” – ნათქვამია რილმის აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი