შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბახტაძე: “2022 წელს, პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება”

ბათუმში, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას ისაუბრა ახალ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ბიუჯეტის მეოთხედს სწორედ განათლების სფეროს განვითარებისთვის გამოყოფს, მომავალი თაობის, პედაგოგების, პროფესორებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშესაწყობად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პედაგოგების ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. ბახტაძის თქმით, შემოდგომიდან, პედაგოგთა ხელფასები პერიოდულად გაიზრდება და ის 2022 წელს 1800 ლარს მიაღწევს.

“ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც შეგპირდით, ჩვენ შემოდგომიდან, მასწავლებლის ხელფასებს ვზრდით 150 ლარით მინიმუმ, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და 2022 წელს, გპირდებით, რომ მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის 1500-დან 1800 ლარამდე” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი