შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ბახტაძის თქმით, ბათუმს ძალიან მალე იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.

გამოსვლისას, პრემიერმა ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ის მთავარ ეროვნულ იდეად დაასახელა: “განათლება არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. იმისთვის, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი და პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემა დავძლიოთ”.

მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების ქალაქის იდეა ის არის, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მას შეუძლია საკუთარი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია.

კომენტარები

კომენტარი