არქიტექტურა, არქეოლოგია

ლუვრის პირამიდის შემქმნელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა

წარმოშობით ჩინელი არქიტექტორი აი ემ პეი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა New York Times-ს დაუდასტურეს.

არაერთი დრამატული მუზეუმის დიზაინერი, 60 წლიანი კარიერის მანძილზე, პარიზის ლუვრის პირამიდით გახდა ცნობილი.

ამ ემ პეი ამერიკაში არქიტექტურის შესასწავლად 1935 წელს ჩამოვიდა, სადაც თავდაპირველად პენსილვანიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ლუვრის მუზეუმი, პირამიდის შესასვლელით, 1989 წლის 28 მარტს, საფრანგეთის რევოლუციის 200 წლის თავზე გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი