არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ახალი უნიკალური აღმოჩენა ტაოში

საქართველოს ისტორიულ კუთხეში, კერძოდ, ტაოში ექსპედიციისას უნიკალური წარწერა აღმოაჩინეს.

სოფელ მერენესის ასომთავრული წარწერა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე ისტორიული პირების შესახებ. წარწერიდან ვიგებთ აშოტ კურაპალატის გარდაცვალების თარიღს – 954 წლის 25 იანვარი. ეს წარწერა ამ უმნივნელოვანეს ფაქტს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ადასტურებს. ამ თვალსაზრისით, მერენესის წარწერა დიდ სამეცნიერო მოვლენას წარმოადგენს.

მეცნიერთა აზრით, ეს ეპიგრაფიკული ძეგლი ტაოსთან დაკავშირებულ არაერთ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. ამ ეტაპზე ძეგლის დეტალური კვლევა გრძელდება და მეცნიერთა გუნდი საზოგადოებას კვლევის ანგარიშებს პერიოდულად გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი