კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ავსტრიული ორგანიზაცია ჰუმანიტარებისთვის სტიპენდიას აწესებს

პლატფორმა “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია “KulturKontakt Austria” სარეზიდენციო პროგრამას ხელოვანებისთვის, მწერლებისთვის და მთარგმნელებისთვის აცხადებს. წერილიდანვე ირკვევა, რომ სულ 50 სტიპენდია შემდეგი მიმართულებებით გაიცემა: სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, ვიდეო და მედია ხელოვნება, ლიტერატურა, მხატვრული თარგმანები და სხვა.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადად 2017 წლის 18 სექტემბერია დასახელებული.

სტიპენდიის მსურველთათვის დაწვრილებით ინფორმაციას „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და ახალი გამოწვევის მისაღებად შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი