კინო

“რიკი და მორტის” მეოთხე სეზონი 2019 წლის ნოემბერში გამოვა

ცნობილი ანიმაციური სერიალის Rick And Morty მეოთხე სეზონის პრემიერა 2019 წლის ნოემბერში, წინა სეზონის დასრულებიდან ორ წელში გაიმართბა. ამის შესახებ ოფიციალურმა წყარომ ნიუ იორკში WarnerMedia-ს პრეზენტაციაზე განაცხადა.

ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 31 ეპიზოდი არსებობს, თუმცა, როგორც გაირკვა, მის კიდევ 70 ეპიზოდს გადაიღებენ.

ამ დრომდე სერიალის სხვა დეტალები უცნობია.

სერიალის ერთი ჩვეულებრივი ბიჭის, მორტის და მისი ბაბუის, რიკის თავგადასავალზე მოგვითხრობს. რიკი ლოთია, თუმცა, ამასთან ერთად, გენიალური გამომგონებელია. მორტი კი ბაბუასთან ერთად მის მიერ შექმნილ სხვადასხვა განზომილებაში და სამყაროში მოგზაურობს.

კომენტარები

კომენტარი