კინო

ფილმი “ცუდი ხალხი” საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი გახდა

15 მაისს, სამხრეთ აფრიკაში გიორგი თავართქილაძის ფილმმა “ცუდი ხალხი” მორიგი პრიზი მიიღო. ამჯერად, მან საუკეთესო საოპერატორო ნამუშავრის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმის ოპერატორი გელა ჩინჩალაძეა.

“ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა.

ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება – გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. ის მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.

კომენტარები

კომენტარი