სტილი, დიზაინი

KERING 18 წლამდე ასაკის მოდელებთან თანამშრომლობას შეწყვეტს

ფრანგული კონგლომერატი KERING 18 წლამდე ასაკის მოდელებთან აღარ ითანამშრომლებს.

ეს წამოწყება, კომპანიის თქმით, 2020-2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შევა.

ქერინგის თავჯდომარემ და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფრანსუა-ანრი პინომ ზემოთქმული პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომ ისინი “აცნობიერებენ იმ გავლენასა და ზეწოლას, რომელსაც ეს სფერო ახდენს ახალგაზრდა თაობაზე”.

“გვჯერა, რომ პასუხისმგებლები ვართ საუკეთესო მეთოდების წამოყენებაზე და ვიმედოვნებთ ისეთი მოძრაობის შექმნას, რომელიც სხვებსაც უბიძგებს იგივე გაიმეორონ” – განაცხადა ანრი პინომ.

KERING-ის მფლობელობაში, ამ დროისთვის, სრული და ნაწილობრივი საკონტროლო წილები გააჩნია ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Gucci (100%), Saint Laurent (100%), Sergio Rossi (100%), Bottega Veneta (100%), Balenciaga (100%), Stella McCartney (50%), Alexander McQueen (51%), Brioni (100%), Puma (86%).

კომენტარები

კომენტარი