კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მერიამ ახალი პროექტი “შემოქმედებითი თბილისი” წარადგინა

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ახალი პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“ წარადგინა, რომელიც ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“ ეხმიანება. 

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მსოფლიოში, კრეატიული ინდუსტრიების ზრდის პარალელურად, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის პოლიტიკის ნაწილი გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. ამ პროგრამის მეშვეობით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდების დასაქმებას, მდგრადობას და განვითარებას“ – განაცხადა დედაქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა.

პროგრამის ამოცანაა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის, ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. 

პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი