კინო

“ევრაზიადოკ”-ის მონაწილე პროექტები გამოვლინდა

“ევრაზიადოკ-საქართველოს” 2019 წლის გამოშვებისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა.

ფრანგული ორგანიზაციის Docmonde მიერ შეირჩა 5 დოკუმენტური ფილმის პროექტი. ისინი მიიღებენ მონაწილეობას სცენარის განვითარების რეზიდენციაში, რომელსაც გაუძღვებიან ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.

“ევრაზიადოკ-საქართველო” 2019-ის მონაწილე პროექტებია:

1. მაკა გოგალაძე „რაც თავი მახსოვს“

2. მარიამ ხაჭვანი „Money in Heaven“

3. თამარ გოლავა „პატივი უკანასკნელ გზაზე“

4. თიკო ნადირაშვილი „დროის მანქანა“

5. ბუკა ღვაბერიძე და ანდრო ჭიჭინაძე „ჰომო საკერი“

6. ელენე მიქაბერიძე „ოცნება კადილაკზე” (New Talents Caucasus)

“ევრაზიადოკი” 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი