კინო

“ვარსკვლავური ომების” გაგრძელებას GOT-ის შემქმნელები გადაიღებენ

“ვარსკვლავურო იმების” ახალ ტრილოგიას სერიალ “სამეფო კარის თამაშების” შემქნელები – დევიდ ბენიოფი და დენ უაისი გადაიღებენ. ინფორმაცია ამის შესახებ Disney-ს გენერალურმა დირექტორმა, რობერტ აიგერმა დაადასტურა.

აიგერის თქმით, ახალი ტრილოგიის პირველი ფილმი 2022 წელს გამოვა. ბენიოფისა და უაისის შემოქმედება კლასიკური საგისგან განცალკევებული იქნება. ახალი ფილმის სახელწოდება კი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “ვარსკვლავური ომების” წინა ტრილოგიის მესამე ნაწილის პრემიერა კი 2019 წლის დეკემბერში შედგება.

როგორც იცით, დევიდ ბენიოფმა და დენ უაისმა წელს დაასრულეს “სამეფო კარის თამაშების” გადაღებები. სერიალის ფინალური სეზონის 5 სერია უკვე იხილა მაყურებელმა. GOT-ის ფანები ბოლო, მეექვსე სერიის მოლოდინში არიან.

კომენტარები

კომენტარი