ვიდეოები კინო

“შავი სარკის” მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა ფანტასტიკური ჟანრის სერიალის “შავი სარკის” მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა და მისი გამოსვლის თარიღიც დაასახელა. ჩარლი ბრუკერის პროექტს, რომელიც ტექნოლოგიების უკინტროლო განვითარების საშინელ შედეგებზე მოგვითხრობს, მაყურებელი 5 ივნისს იხილავს. ცნობილია, რომ მეხუთე სეზონი სულ სამი სერიისგან შედგება, ისევე როგორც, სერიალის პირველი სეზონი.

ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ერთი სერია გვიყვება ადამინების სოციალური ქსელებითა და ზოგადად, ინტერნეტით გატაცების შესახებ, მეორე სერია ეხება თანამედროვე პოპ-ვარსკვლავის ცხოვრებას და მესამე სერია მოგვითხრობს ადამიანურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში

კომენტარები

კომენტარი