შემოქმედებითი ინდუსტრიები

„ხელოვნება სკოლაში“ – სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურული პროგრამების განხორციელება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნულ მუზეუმში პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა. 

პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებაა. განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მიზანი სისტემაში ეროვნული კულტურის ინტეგრირებაა.

პროგრამა „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სფეროს სპეციალისტებმა სამუზეუმო ექსპონატები უკვე შეარჩიეს.

პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე დაწყებულია და მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის VII-XI კლასის 808 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

კომენტარები

კომენტარი