კინო

GOT: მეხუთე სერია სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული აღმოჩნდა

Rotten Tomatoes მიხედვით, “სამეფო კარის თამაშების მერვე, ბოლო სეზონის მეხუთე სერია GOT-ის ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, მაყურებელთა ნაწილი აღფრთოვანებულია სერიით, მისი ვიზუალური მხარით, თუმცა, მეორე მხრივ, მან ადამიანების დიდი ნაწილის მოლოდინები ვერ გაამართლა.

გულშემატკივართა თქმით, შოუს ავტორებმა საკმაოდ ცოტა დროში ძალიან კომპლექსური სიუჟეტის გადმოცემა ცადეს.

Rotten Tomatoes-ზე სერიალის მერვე სეზონს რეიტინგი 73 პროცენტია, რაც წინა სეზონთან შედარებით 20 %-ით ნაკლებია. თავად სერიალის რეიტინგი კი 91%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი