კინო კულტურა

ქეთი დანელია კულტურის სამინისტროზე: “გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა”

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ლევან აკინის ახალი ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ზეპირი შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს.

ზემოთხსენებული საქმე ჯგუფის ქალაქ კანში, დაჯილდოებაზე გასამგზავრებელ თანხას ეხება. კერძოდ, კულტურის სამინისტროსა და ფილმის პროდიუსერს შორის ზეპირი შეთანხმება იყო დადებული, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სამსახურს 2500 ლარი უნდა გამოეყო.

„რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ თანხას აღარ მაძლევენ, რადგან ვეღარ ასწრებდნენ მის გამოყოფასა და ჩარიცხვას” – აცხადებს ქეთი დანელია “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას.

ქეთი დანელია ამბობს, რომ სანამ უარს მიიღებდა, ფილმის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროდან დაურეკეს:

„გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე, დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორები და ჩემი პირადი თანხა მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე.

ეროვნულმაკინოცენტრმა მოგვცა 30% იმ თანხის, რაც რეალურად გვჭირდებოდა. ამიტომ, ამ 2500 ლარსაც დიდი მნიშვნელობაჰ ქონდა ჩვენთვის“ – აცხადებს პროდიუსერი.

კომენტარები

კომენტარი