ვიდეოები კინო

სერიალის “ბევერლი ჰილსი 90210” პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ცნობილი თინეიჯერული სერიალი “ბევერლი ჰილსი 90210” ეკრანებს უბრუნდება. როგორც ცნობილია, მსახიობები ჯენი გარტი, იენ ზირინგი, ბრაიან ოსტინ გრინი, ტორი სპელინგი, ჯეისონ პრისტლი და გებრიელ კარტერისი ნაცნობ როლებს შეასრულებენ.

ინტერნეტში პროექტის პირველი თიზე-ტრეილერი ვრცელდება. სერიალში მოვლენები ორიგინალი სერიალის დასრულებიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება. ცნობილია ისიც, რომ სერიალი ექვსნაწილიანი იქნება, პირველი სერია კი ზაფხულში გამოვა.

ახალი “ბევერლი ჰილსის” ტრეილერში ჟღერს იგივე მუსიკა, რაც ორგინალ სერიალში.

“ბევევრლი ჰილსი 90210” ამერიკული ტელესერიალი და თინეიჯერული დრამაა, რომლის პროდიუსერიც აარონ სპელინგია. სერიალის პრემიერა 1990 წლის 4 ოქტომბერს შედგა. ის მოიცავს 10 სეზონს. შოუ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში, წარმოადგენდა რა თინეიჯერული დრამის ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს.

სერიალი ეხებოდა ალკოჰოლიზმის, სუიციზმის, ძალადობის, ჰომოსექსუალთა უფლებების, ანტისემიტიზმის, ნარკომანიისა და სხვა საზოგადოებრივ პრობლემებს. შოუს პოპულარობამ პიკს მიაღწია 1991 წლის ზაფხულში, როდესაც ტელეკომპანია “ფოქსის” ეთერში გადიოდა ე.წ. “ზაფხულის სეზონი”.

კომენტარები

კომენტარი