შემოქმედებითი ინდუსტრიები

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული პავილიონი გაიხსნა

“შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა.

პავილიონი წარადგინა ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანმა, ანნა კ.ე.- მ ნამუშევრით – REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… მასთან ერთად პროექტზე კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – “არსენალეზეა” გამოყოფილი.

წლევანდელი გამოფენა, რომელიც 11 მაისს გაიხსნა და 24 ნოემბრამდე გასტანს, საერთო კონცეფციის ქვეშ – “გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times) იმართება. კონცეფცია ხელოვანთა იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს ფოტო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი