საშემსრულებლო ხელოვნება

ჯარედ ლეტო საქართველოში კონცერტს გამართავს

სანდო წყარომ “არტნიუსს” განუცხადა, რომ Black Eyed Peas-თან და Jessie J-სთან ერთად Black Sea Arena ჯარედ ლეტო წარდგება.

როგორც Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე დაანონსდა, სეზონის მესამე ჰედლაინერის ვინაობა 1 საათში გახდება ცნობილი და დაზუსტებით გვეცოდინება, ექნება თუ არა შესაძლებლობა ქართველ მსმენელს ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს მოუსმინოს.

ჯარედ ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის მთავარი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯარედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით. ბენდმა მსოფლიო მასშტაბით დიდებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოშვებისას მიაღწია.


კომენტარები

კომენტარი