კინო

HBO-ს ჯეიმი ლანისტერის მოჭრილი ხელი არ დავიწყებია

ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ “სამეფო კარის თამაშების” მე-5 ეპიზოდის ერთ-ერთ სცენაში, სადაც ჯეიმი ლანისტერი სერსეი ლანისტერს ეხუტება, ჯეიმის ოქროს ხელის ნაცვლად, ჩვეულებრივი ხელი ჩანს.

Buzzfeednews-ის ცნობით, ინფორმაცია ყალბია და კადრი The Bells-ის ეპიზოდს არ ეკუთვნის.

შესაბამისად, HBO-ს არ დავიწყებია, რომ ჯეიმი ლანისტერს მარჯვენა ხელი სერიალის მესამე სეზონში, ტყვეობაში მოაჭრეს.

შეგახსენებთ, რომ Game of Thrones-ის ბოლო ეპიზოდი 19 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ჩანს რომ ლანისტერს ოქროს პროთეზი აქვს:

კომენტარები

კომენტარი