ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტერვიუ გამოფენა OXYGEN-ის ორგანიზატორებთან

16 მაისს “Stamba Hotel-ის” სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით OXYGEN Tbilisi No Fair.

გამოფენა არაკომერციული ორგანიზაცია Propaganda.Network-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს შეიქმნა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის.

“არტნიუსი” დაინტერესდა თუ რა ხდება გამოფენის ირგვლივ და გაესაუბრა გამოფენის ორგანიზატორებს

– რა არის მთავარი მიზანი და იდეა ამ გამოფენისა?

OXYGEN ჟანგბადს ნიშნავს, ამიტომ, პირველ რიგში, გვინდა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისათვის შემოქმედებითი აქტივობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. გამოფენის მიზანია საქართველოში აქტუალური შემოქმედებითი ძალის ჩვენება.

 ოგორ შეარჩიეთ ხელოვანები და რას გვეტყვით მათ შესახებ, რა აერთიანებთ მათ?

როდესაც გამოფენა დიდ მასშტაბს იძენს, რთულია ის შეავიწროვო გარკეულ კონცეფციამდე ისე, რომ პრაქტიკის თავისუფლება არ დაირღვეს. ამიტომ, ვეცადეთ, მაქსიმალურად ფართოპროფილიანი სია შექმნილიყო. OXYGEN-ის მონაწილე სხვადასხვა თაობისა და მიმართულების მქონე 40-ზე მეტი არტისტი, ჩვენი აზრით, უახლეს და საკვანძო მნიშვნელობებს ატარაბენ ქართულ შემოქმედებით სცენაზე.

– რითი იქნება განსხვავებული ის წინა წლის Oxygen-ისგან?

წელს გამოფენის მასშტაბები მკვეთრად გაფართოვდა: 2019 წლის OXYGEN მრავალფორმატიანია და ის სტამბის ერთ-ერთი შენობის 3 სართულს მოიცავს. 28 ოთახის გარდა, რომელიც სოლო და დუო გამოფენებს აჩვენებს, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს თბილისის აქტიური გალერეების საპრეზენტაციო გამოფენებიც. მნიშვნელოვანია ინტერვენციები და ლოკაციის გარეთ არსებული ადგილსპეციფიკური ნამუშევრებიც. ერთი სართული მთლიანად დაეთმობა სტამბაში არსებული შემოქმედებითი სახელოსნოებისა და საერთაშორისო თუ ლოკალური რეზიდენციების ღია საათებს, სადაც ორგანიზაცია პროპაგანდის და სხვა არტისტული ჯგუფების  პრაქტიკას შეგვიძლია დავარკვირდეთ, მუსიკიდან – თანამედროვე დიზაინამდე. პროგრამას საუბრების, დისკუსიებისა და შეხვედრების ციკლიც დაემატა, რომელიც OXYGEN-ის დღეებში ჩატარდება.

– ის, რასაც გამოფენა აპროტესტებს, თბილისში დაბინძურებული ჰაერია. რადენად სწორია ხელოვნების სოციალურ სამსახურში ჩაყენება და რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად სასარგებლო იქნება გამოფენა სოციალური თვალსაზრისით?

სახელოვნებო ინიციატივის გარდა, Oxygen-ის დაარსება ხმამაღალი ეკო-კომენტარის გაკეთების გადაწყვეტილებაც იყო. ალბათ, „სამსახურში ჩაყენების“ ნაცვლად, აქ „წახალისების“ შემთხვევას უფრო აქვს ადგილი. უნდა ითქვას, რომ გამოფენა თემატურად არ ზღუდავს არტისტებსა და მათ ნამუშევრების ამის გამო – ჰაერი თავისუფლებაა, მით უმეტეს კი დროში, სადაც უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება საზღვრები სახელოვნებო, პოლიტიკურ და მეცნიერულ პრაქტიკებს შორის. მეორე მხრივ, თანდათან მწავავე ხდება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ადამიანების წეს-ჩვეულებებზე სიღრმისეულადაა გადაჯაჭვული. „პროპაგანდას” მუშობის ერთ-ერთი მიმართულება ეს დაარსების დღიდანვე იყო, ის თვლის, რომ პრობლემებთან შემოქმედებითი მიდგომა გააძლიერებს მათი გადაჭრის შანსს. ამ შემთხვევაში კი OXYGEN-ის გუნდი, ყველა მხრივ ეცდება ამ თემის გარშემო გააერთიანოს კულტურის აუდიტორია და ხელოვანები.

Oxygen გუნდი:

კურატორი: ანა გაბელაია, ნინო საკანდელიძე

ასისტენტ-კურატორი: ნინა პატარიძე

დირექტორი: თინათინ ასათიანი

არტ-დირექტორი: თეონა ცინცაძე

პროექტის მენეჯერი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

კომუნიკაციების მენეჯერი: ელენე ფასური

ასისტენტ დიზაინერი: მარიამ ირემაშვილი

კომენტარები

კომენტარი