კინო

21–ე საუკუნის 10 საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერი

“ARTNEWS–ი” გთავაზობთ საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერის ათეულს.

10. Shutter Island /  შეშლილთა კუნძული

.

მოკლე აღწერა: მეორე მსოფლიო ომის მარშალი, ყოფილი ჯარისკაცი, ამერიკელი ტედ დენიელსი, საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებს , მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილვები და ექიმი ქაული უშლიან ხელს.

9.The Machinist / მემანქან

მოკლე აღწერა: ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით, თავისი ყოველდღიური ცხოვრებისგან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს, ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად. საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინთში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რისი გაგება მოუწევს.

8. The Girl With The Dragon Tattoo / გოგონა დრაკონის ტატუთი

მოკლე აღწერა: სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს  ჟურნალისტის, მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი- ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას.

7. Nocturnal Animals / ღამის ცხოველები

მოკლე აღწერა: სუზანს იდეალური ცხოვრება აქვს ლოს ანჯელესში. მას ჰყავს ქმარი და ფლობს  საკუთარ გალერეას. ერთ დღს იგი ყოფილი ქმრისაგან ამანათს იღებს, წერილში ყოფილი ქმარი შეხვედრას სთხოვს, იქამდე კი ურჩევს წაიკითხოს მისი ახალი რომანი. სუზანს არ უფუქრია, რომ ამ რომანის გადაშლის მომენტიდან იგი წარსულში დაბრუნდებოდა, რომელიც ეგონა რომ დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა.

6. Black Swan / შავი გედი

მოკლე აღწერა: ნინა ნიუ-იორკის საბალეტო დასში ბალერინაა. ის ყველა მისი პროფესიის ადამიანის მსგავსად თავიდან ფეხებამდე ცეკვით არის შეპყრობილი. იგი დედამისთან, ერიკასთან, ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ბალერინა იყო და თავადაც შეპყრობილია თავისი პროფესიით, ამიტომ შვილს მკაცრი წესების დაცვით ზრდის. რეჟისორი ტომას ლეროი გადაწყვეტს, ახალი სეზონისთვის პრიმა ბალერინა ბეტ მაკინტაირი ნინათი შეცვალოს. მაგრამ ნინას ამ როლზე კონკურენტი ჰყავს, ახალმოსული ლილი, რომელიც ლეროის ასევე ძალიან ხიბლავს. გედების ტბას კი ისეთი მოცეკვავე სჭირდება, რომელიც ორივე – შავი და თეთრი გედის პარტიის შესრულებას კარგად შეძლებს.

5. Enemy / მტერი

მოკლე აღწერა: ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული.

4. Cache / ფარული

მოკლე აღწერა: ლიტერატურული კრიტიკოსი ჯორჯი ფოსტით კოლოფს ღებულობს. ის მას გახსნის და ვიდეოფირებს აღმოაჩენს, სადაც მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ფრაგმენტებია ჩაწერილი. ნელ-ნელა ეს კადრები ჯორჯს აზრთან მიჰყავს, რომ უცნაური ამანათის გამომგზავნელი მას კარგად იცნობს. ის ნერვიულობას იწყებს. მაგრამ პოლიცია უარს აცხადებს მოქმედებაზე, ჯერ ხომ ჯორს არავინ ემუქრება

3. OldBoy / ოლდბოი

მოკლე აღწერა: ფილმი “ოლდბოი” არის რეჟისორი პარკ ჩან ვუკის დრამა შურისძიების თემაზე. სცენარი დაფუძნებულია მანგას კომიქსზე და მოგვითხორბს კაცზე, რომელიც გადის დაუსრულებელ მტანჯველ გზას და წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის მისი მტერი სინამდვილეში.

2. Memento / გახსოვდეს

მოკლე აღწერა: თავის ტრავმის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის გასახორციელებლად, შელბი პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.

1. Mulholland Drive / მალჰოლენდ დრაივი

მოკლე აღწერა: ფილმი გვიყვება ამომავალი მსახიობის – ბეტი ელმსის ისტორიას, რომელიც ახალი ჩასულია ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში, იქ ნახულობს და უმეგობრდება ამნეზიით შეპყრობილ ქალს – რიტას, რომელიც მისი დეიდის სახლში იმალება. რიტა ავტოავარიაში მოყვა და მეხსიერება დაკარგა. მას სახელი არ ახსოვს, ამიტომ სახელ რიტას შეირჩევს. ის ამ სახელს ფილმ “ჯილდას” პოსტერზე ამოიკითხავს, სადაც რიტა ჰეივურთი გამოსახული. რიტა ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, მაგრამ წარსული თან სდევს. ამბავი ასევე შეიცავს რამდენიმე გარეგნულად დაუკავშირებელ მოკლე იმპრესიონისტულ სცენას, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა გზებით, ისევე როგორც, რამდენიმე სურეალისტურ სცენასა და მეტაფორას, რომლებიც მიანიშნებენ შეფარულ სიუჟეტურ ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი