სტილი, დიზაინი

თათი ვესტბრუკის ვიდეოს შემდეგ ჯეიმს ჩარლზმა 3 მილიონი გამომწერი დაკარგა

“მაკიაჟის გურუ” ჯეიმს ჩარლზმა ბოლო სამ დღეში დაახლოებით 3 მილიონი გამომწერი დაკარგა.

17 წლის მაკიაჟის არტისტის კარიერული წინსვლა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ამ სფეროს ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, თათი ვესტბრუკმა პირველად მიიწვია იუთუბ არხზე.

ჯეიმსის არხზე გამომწერების კლებაც სწორედ თათის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა პარასკევ საღამოს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჩარლზის მხრიდან გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე საუბრობდა.

ვიდეოს, რომელიც თითქმის 32 მილიონმა ადამიანმა ნახა “BYE SISTER” ჰქვია, რაც გლემ არტისტების მისალმებიდან “HI SISTER” მოდის. პარასკევის შემდეგ თათის გამომწერები 5 მილიონიდან თითქმის 9 მილიონზე ავიდა, ჯეიმსის არხს კი, პირიქით, ამავე რაოდენობის ადამიანი მოაკლდა.

კომენტარები

კომენტარი