ლიტერატურა

ევროკავშირის ექსპერტის დასვკნა სსიპ–ების გაერთიანებაზე

სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ მწერალთა სახლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილი გახდა ევროკავშირის ექსპერტის დასკნა, რომელიც, თითქოს და, საფუძველი გახდა აღნიშნული ორი ორგანიზაციის გაუქმებისა და ახალი სტრუქტურული ერთეული შექმნისა.

დასკვნის ძირითადი ნაწილი ეხება სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპ-ებს და მათ განვითარებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კულტურის დაფინანსების ხელშეწყობის მოდელების შემუშავებასა და სსიპ-ების საგრანტო დაფინანსების მოდელებზე გადასვლას. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ანალოგური ევროპული მოდელები უკვე არსებობს საქართველოში სსიპ ქართული კინემატოგრაფიის ცენტრის, სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს სახით. ექსპერტი არაერთხელ აღნიშნავს, რომ ეს სამი ორგანიზაცია არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მაგალითი.

ძირითადი რეკომენდაციები (გვ 9)

სინამდვილეში მსგავსი მექანიზმები უკვე არსებობს რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში გრანტის გამცემი სსიპ-ის სახით (კინოცენტრი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, შემოქმედებითი საქართველო). მაგალითისთვის, კინოცენტრის მოდელი რომ განვიხილოთ, უკანანკნელ წლებში შეიქმნა საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც უნდა იყოს გადატანილი სხვა შემთხვევებზეც და უნდა იმუშაოს, როგორც გენერალურმა მოდელმა.

პარაგრაფი 4. 2 (გვ. 24)

საჯარო დაფინანსების მოდელზე გადასვლისას, მნიშვნელოვანია თავიდიან ავირიდოთ რეფორმის არასრულყოფილად განხორციელების პროცესი. ეს ყოველთვის ძალიან სახიფათოა. აზრი არ აქვს დაფინანსების ერთი ადგილიდან მეორეში მარტივად გადატანას, რაც ოთახში ავეჯის გადაადგილების მსგავსია. ამ შემთხვევაში, თავად ფინანსურ სახსრებს არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამხელა მნიშვნელობაც ენიჭება პრინციპებს და გამოცდილებას, რომელიც დანერგილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ რეალისტები. ერთი გზაა, რომ შეიქმნას ერთი ახალი სერთო „ქართული ხელოვნების ფონდი“, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შესაძლოა იყოს ნაადრევად გადადგმული ნაბიჯი. ამ მოდელმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საუკეთესო პრაქტიკის არსებულ ინტიტუტებს, როგორიცაა კინოცენტრი, წიგნის ცენტრი და ახლახანს შექმნილი შემოქმედებითი საქართველო. ეს ორგანიზაციები შესაძლოა მომავლში გახდნენ ამ საერთო დიდი ფონდის [„ქართული ხელოვნების ფონდის“] ნაწილები.

პარაგრაფი 6.2 (გვ. 30)

გარე დამკვირვებლისთვის სამინისტროს მენეჯმენტის სტრუქტურა არის არათანმიმდევრული. ფილმის სექტორისთვის, წიგნის სექტორისთვის და შემოქმედებითი სექტორისთვის არსებობს სსიპები, რომელთა მეშვეობითაც სამინისტრო აფინანსებს/ხელს უწყებს და სტრატეგიულად მართავს ამ მიმართულებებს. ეს ნამდვილად არის მისაღები და საუკეთესო მოდელი. სხვა სექტორებისთვის არ არსებობს მსგავსი მოდელის სსიპები, რომლებიც ანალოგიური პრინციპებით იმუშავებდნენ.“

ევროკავშირის ექსპერტის დასკნის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი