კინო

საქართველო კანის 72-ე კინოფესტივალზე

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი (#103, Village International Riviera). საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენდნენ.

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია.

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავასფილმი “თეთრი ქარავანი, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი. “თეთრი ქარავანი” სექციაში Cannes Classics მილოშ ფორმანის, ოლივერ სტოუნის და სხვა ლეგენდარული რეჟისორების ფილმებთან ერთად იქნება ნაჩვენები.

„თეთრი ქარავანი“ საქართველოს რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. კანის კინოფესტივალზე გაგზავნამდე ეროვნულმა არქივმა ფილმის კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა მისი ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

“თეთრი ქარავანის” პრემიერას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრება.

კანის კინოფესტივალზე შედგება წარმოშობითქართველიშვედი რეჟისორის – ლევან აკინისსრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “და ჩვენვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერაფილმს საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight აჩვენებენ. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით “პანოპტიკონი” მონაწილეობს ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. “პანოპტიკონის” წარდგენა Gray d’Albion beach -ზე (CNC Beach) 16 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი სიხარულიძე პროექტზე მუშაობას ტორინო სკრიპტ ლაბ-ზე განაგრძობს.

Producers Network ქართველ პროდიუსერს – ლადოჩიხრაძეს უმასპინძლებს სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით “ქორწილი ჩემს ქუჩაზე” (რეჟისორი შოთა გამისონია). პროექტზე მუშაობა 15-დან 20 მაისამდე გაგრძელდება, რის ფარგლებშიც უცხოელ კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გაიმართება.

მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს სტენდზეც – სანდენსისტოკიოსლოკარნოსვარშავისკარლოვი ვარის და ბერლინისსაერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში” პოპულარიზაცია.

19 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – კანის საერთაშორისოკინოფესტივალი, საზეიმოდ 14 მაისს გაიხსნება და 25 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი