კინო

რუსმა რეჟისორმა თბილისის რეივ აქციებზე ფილმი გადაიღო

ცოტა ხნის წინ Stereotactic-ის Vimeo-ს არხზე გამოქვეყნდა ფილმის Raving Riot-ის ტრეილერი.

Raving Riot-ი დოკუმენტურო ფილმია, რომელიც შავი პარასკევის მოვლენებსა და საქართველოში რეივ კულტურის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

12 მაისის მოვლენებზე ფილმი რუსმა ახალგაზრდა რეჟისორმა, სტეფან პოლივანოვმა გადაიღო.

მისი პრემიერა კი მოსკოვში, Beat Film Festival-ზე 6 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმები კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” შეცვივდნენ.

კომენტარები

კომენტარი