კულტურა

“დავიწყოთ ბოდიშით” – ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოჩნდა

დღეს 12 მაისია, გასულ წელს კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” რეიდის მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმები შეცვივიდნენ.

მოგვიანებით, შსს–მ გაავცრელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული იყო 8 ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ბასიანსა და გალერიში.

როგორც შემდეგ გაირკვა, შსს–ს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან კლუბის ტერიტორიიდან არავინ დაუკავებიათ.

ყველას მოგვეხსენება, რომ 12 მაისის, ე.წ. შავი პარასკევის მოვლენებს საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მეტად მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟულმა ტელევიზიამ თუ ინტერნეტგვერდება გადმოსცა.

აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, რომელმაც საუბარი ბოდიშით დაიწყო და გარკვეული დაპირებები გასცა, თუმცა სახელმწიფომ კომუნიკაციის არც ერთი ფორმა არ გამოიყენა 12 მაისს დაზარალებულებთან სასაუბროდ.

დღეს, 1 წლის შემდეგ სოციალური აქტივისტები ისევ ებრძვიან არსებულ ნარკოპოლიტიკის ძირეულ პრობლემებს. პროტესტის ნიშნად, ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოჩნდა, რომელიც გვახსენებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი