კულტურა

შსს: BASSIANI-ს თანადამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გადამოწმების მიზნით გადაიყვანეს

კლუბ BASSIANI-ს ერთ–ერთ თანადამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დააკავეს.

ზვიად ერთად, აგრეთვე, აქტივისტი დათო ლაღიძეა დაკავებული.

შსს–ს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულები გადამოწმების მიზნით გადაიყვანა. მათივე თქმით, ორივე მათგანი ამ ეტაპისთვის თავისუფალია.

გელბახიანისა და ლაღიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა 12 მაისს, პარასკევს ღამე გავრცელდა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ბექა წიქარიშვილის თქმით, ზვიადმა და დათომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს მას შემდეგ, რაც დაინახეს როგორ ჩხრეკდნენ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე პირს.

კომენტარები

კომენტარი