ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ბიორკის ახალი, სიურრეალისტური კლიპი სიმღერაზე “Tabula Rasa”

ინტერნეტში ისლანდიელი მომღერლისა და მსახიობის, ბიორკის ახალი, სიურრეალისტური კლიპი გამოჩნდა, სიმღერაზე “Tabula Rasa”. ეს ტრეკი “Utopia”-ს ბოლო ალბომიდანაა, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გამოვიდა. ვიდეო გადაიღო გერმანელმა მხატვარმა და დიზაინერმა, ტობიას გრემლერმა, რომლის შემოქმედებაც გამორჩეულია ვიზუალური მეტამორფოზებითა და აბსტრაქციებით.

“ამ ვიდეოს შექმნისას შთაგონებული ვიყავი სიმღერის ტექტსითა და მუსიკით. ბიორკის ვიზუალური ტრანსფორმაციები, ყვავილები, როგორც ფავნები და მთიანი ლანდშაფტი გამოსახავს უტოპიურ კონცეფციას ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის შესახებ” – წერს გრემლერი ვიდეოს აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი