საშემსრულებლო ხელოვნება

“ტვინ პიკსის” ვარსკვლავი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, სერიალ “ტვინ პიქსში” ნორმა ჯენინგსის როლის შემსრულებელი, პეგი ლიპტონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.

ლიპტონი 1946 წლის 26 აგვისტოს, ნიუ-იორკში დაიბადა. მიღებული აქვს “ოქროს გლობუსი” სერიალში “The Mod Squad” შესრულებული როლისთვის. სერიალი სხვადასხვა აქტუალურ თემას ეხებოდა, მათ შორის, ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებასა და აბორტს.

პეგი ლიპტონი მონაწილებდა, აგრეთვე, მარკ ფროსტისა და დევიდ ლინჩის მიერ შექმნილ სერიალში “ტვინ პიქსი”.

კომენტარები

კომენტარი