კულტურა

ბოლონიაში არქეოლოგებმა 1000 წლის წინანდელი კოკაინი აღმოაჩინეს

Mixmag-ის ცნობით, ბოლივიის ერთ-ერთ გამოქვაბულში, არქეოლოგიური გათხრების დროს, 1000 წლის წინანდელი კოკაინი აღმოაჩინეს.

პრესრელიზის მიხედვით, რომელიც პენის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, კუევა დელ შილენოს კლდის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნარკოტიკი ანთროპოლოგების საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა.

მეცნიერულმა ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების არსებობა, მათ შორის: კოკაინი, ბენზოილგგონინი (კოკაინის პირველადი მეტაბოლიტი), დიმეთილტრიპპტამინი (DMT), ბუფოტენინი და ჰორმონი.

ამასთანავე, ჩანთაში აღმოჩნდა ორი ტაბლეტი, რომელიც, მკვლევართა აზრით, “ფსიქოტროპული თრობის გასაფანტად გამოიყენებოდა”.


კომენტარები

კომენტარი