ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

ევროვიზია 2019-ის ქართველმა მონაწილეებმა “სულიკო” შეასრულეს

როგორც იცით, წლევანდელ ევროვიზიას ორი ქართველი მონაწილე ჰყავს – თამთა გოდუაძე და ოთო ნემსაძე. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც თამთა და ოთო რეპეტიციის დროს ქართულ სიმღერას – “სულიკოს” ასრულებენ.

თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწეობს და ევროვიზიაზე კვიპროსს სიმღერით “Replay” წარადგენს. საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი, ალექს პაპაკონსტანტინოა. მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა “Fuego”, რომელმაც, გასულ წელს, მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს კი როგორც იცით, ოთო ნემსაძე, რომან გიორგაძის სიმღერით “სულ წინ იარე” წარადგენს, რომლის ტექსტიც დიანა გიორგაძეს ეკუთვნის. ოთო ნემსაძე საკონკურსო სიმღერას ანსამბლ “შავნაბადას” წევრებთან ერთად შეასრულებს.

“ევროვიზია 2019” თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი, მეორე ნახევარფინალები და ფინალი, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ოთო ნემსაძე მაყურებლის წინაშე 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

კომენტარები

კომენტარი