კულტურა

ფონდი „ქართუ“-ს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების მასშტაბი 2019 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. სახელმწიფოს და კერძო საქველმოქმედო ფონდების მზარდი მხარდაჭერის პირობებში დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება.
უპრეცედენტოდ დიდია სარესტავრაციო-საკონსერვაციო არქიტექტურული ნაგებობებისა და არქეოლოგიურად საკვლევი ობიექტების ნუსხა, რომლებზეც ფიზიკური სამუშაოები უკვე დაიწყო ან უახლოეს მომავალში დაიწყება. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მხოლოდ კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს მიერ 84 მიმდინარე და ახალი პროექტი დაფინანსდება,რაც გულისხმობს: 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 41 არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. კულტურული მემკვიდრეობის 50 -ზე მეტი უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი კი ფონდი „ქართუ“-ს თანხებით იქნება უზრუნველყოფილი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისა და არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განვლილი წლების განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა და მან წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 2019 წელს უპრეცედენტოდ დიდია ფონდი „ქართუს“ მიერ საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღსადგენად მიმართული დაფინანსების მოცულობაც.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „RMG GOLD”-ისა და საქართველოს საპატრიარქოს 5 ეპარქიის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება,„RMG GOLD”-ი 1 მილიონ 700 ათას ლარს გაიღებს. 7 უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიის, ნიკორწმინდის, ალავერდისა და შუამთის სამონასტრო კომპლექსების სრულფასოვან რეაბილიტაციისათვის კი კომპანია მიმდინარე წელს 500 ათას ლარს დახარჯავს.

ფონდი „ქართუ“-ს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:

1.გურჯაანის მუნიციპალიტეტი,ვაჩნაძიანის დიდი ციხის რეაბილიტაცია.
2.გურჯაანის მუნიციპალიტეტი,ყველაწმინდის ტაძრის მცირე რეაბილიტაცია.
3.დუშეთის მუნიციპალიტეტი,ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია.
4.ხონის მუნიციპალიტეტი,სოფ.დედალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
5.მცხეთის მუნიციპალიტეტის,სოფ.კარსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
6.ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
7.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვემო ხუნწის, სმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია.
8.საჩხერის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული კომპლექსის „მოდი ნახე“-ს მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
9.კასპის მუნიციპალიტეტის სოფ.ნიჩბისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
10.ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ .ქვენათკოცას ეკლესიის „ყვავის საყდარა“-ს რეაბილიტაცია.
11.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის,სოფ.ვერტყვიჭალას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
12.ხაშურის მუნიციპელიტეტი,დაბა სურამის „ამაღლების“ სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
13.ქარელის მუნიციპალიტეტის,სოფ. საღოლაშენის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
14.ბოლნისის მუნიციპალიტეტის,ხრანის ხეობა ,მირტაშენის დაბლობი,წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
15.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დარბაზის „ბოალო ქილისას“ დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია.
16.მცხეთის მუნიციპალიტეტი,ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი ნათლისცემის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
17.თეტრიწყაროს მუნიციპალიტეტის,კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
18.ხაშურის მუნიციპალიტეტის,წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მშრალი ხევის ღთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
20.ახმეტის მუნიციპალიტეტის , ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
21.კასპის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჩხაველის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტცია.
22.გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელი სოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
23.სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაში მდებარე ის ეკლესიის რეაბილიტაცია.
24.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი,სოფ.ტყაჩირის,წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
25.სიღნაღის მუნიციპალიტეტის,ხირსის მონასტრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
26.ახალციხის მუნიციპალიტეტის,თისელის ეკლესიის რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი.
27.კასპის მუნიციპალიტეტის,სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
28.ქარელის მუნიციპალიტეტის,არადეთის ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთი, ცენტრალური კოშკის და გალავნის კედლის რესტავრაცია.
29.ქარელის მუნიციპალიტეტი ,სოფელ რუისის კვირიკე წმინდას ეკლესიის რეაბილიტაცია.
30.ქალაქი მცხეთა ,სვეტიცხოვლის მელქისედეკის სასახლესა და კარიბჭეს შორის მდებარე გალავნის კედლის ფრაგმენტის რეაბილიტაცია.
31.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის,სოფ.ქვემო ახალშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
32.ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,სოფ.ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ტაპი.
33.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი,სოფ.ღვანისწყალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
34.მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღას ციხის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი.
35.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ,სოფ.ქვედა საზანოს კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
36.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის,სოფ.ვარძიის „დედაღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესიის დასავლეთი მინაშენისა და სამრეკვლოს რეაბილიტაცია.
37.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
38.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაბუმეს ღვთისმშობლის სახელობის „მოდი ნახე“-ს ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
39.ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის აგარას მონასტრის სამრეკლოს რეაბილიტაცია.
40.გორის მუნიციპალიტეტის,სოფ.მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
41.ჭიათურის მუნიციპალიტეტის .სოფ.რგანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
42.თბილისის წმინდა ორმოც სებასტიანელ მოწამეთა მონასტრის არქეოლოგიური საექსპოზიციო სივრცის მოწყობა.
43.საგურამოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
44.ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფ.ერკეთის დედათა მონასტრის ,მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიისა და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია.
45.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის,სოფ.გორა-ბერეჯოულის ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია.
46.კვიპროსის რესპუბლიკაში ალამინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქეოლოგიური სივრციხ კეთილმოწყობა.
47.რუსთავის ციხის რეაბილიტაცია.
48.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის,სტეფანწმინდას,მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
49.დმანისის მუნიციპალიტეტის,ბერთას ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
50.თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ.ჯგილათის ეკლესიის რეაბილიტაცია.
51.ჯიხეთის მონასტრის რეაბილიტაცია.
52.თბილისი,სოფ.თელოვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისსახურავის რეაბილიტაცია.
53.გორის მუნიციპალიტეტის,სოფ.ტირძნისის „დედაღვთისას“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.


კომენტარები

კომენტარი