შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეს ღვინის ფესტივალი 2019 იმართება

ღვინის ფესტივალის რიგით მე–10 ანუ საიუბილეო წელს დღეს, 11 მაისს, მთაწმინდის პარკი მასპინძლობს.

ღონისძიებაზე წელს 250-მდე ღვინის კომპანია, მცირე და საოჯახო მარანი მონაწილეობს.

სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად წელს საქართველოში ღვინის 70-მდე პროფესიონალი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ჩამოვიდა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი “მარანი” (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

“საქართველოს ღვინის კლუბი”, იუბილესთან დაკავშირებით, წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2 იუბილესთან დაკავშირებით, 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

კომენტარები

კომენტარი