კულტურა

ისტორიკოსი: X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება

IX-X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ისტორიკოსი ბუბა კუდავა ავრცელებს.

“ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!” – წერს ბუბა.

მისი თქმით, საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში.

დოლისყანა შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, მაღალი მთის ფერდობზე, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში. ძველად სოფელსაც დოლისყანა ერქვა.

კომენტარები

კომენტარი