ვიზუალური ხელოვნება

BBC-ის წამყვანი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილზე ხუმრობის გამო სამსახურიდან გაუშვეს

BBC-ის რადიოს წამყვანი, დენი ბეიკერი სამსახურიდან გაუშვეს მას შემდეგ, რაც მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალდაბადებულ შვილზე არასასიამოვნო ხუმრობა დაწერა. ბეიკერმა გამოაქვეყნა წყვილის ფოტო, რომლებსაც ხელჩაკიდებული მოჰყავთ პიჯაკში გამოწყობილი მაიმუნი, ფოტოს აღწერაში კი დაწერა: “სამეფო ბავშვი საავადმყოფის ტოვებს”.

ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილმა ეს ფოტო სასექსის ჰერცოგინიას მუქი კანის ფერზე პირდაპირ მინიშნებად მიიღო. როგორც იცით, მეგან მარკლის დედა, დორია რაგლანდი, აფრო-ამერიკელია.

მოგვიანებით, ბეიკერმა პოსტის გამო ბoდიშიც მოიხადა, თუმცა BBC-ის ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან გაუშვა.

“მე უბრალოდ, ხუმრობის მიზნით დავდე ეს სულელური ფოტო. როგორც კი გავიაზრე, რომ შეურაცხმყოფელი იყო, მაშინვე წავშალე” – აღნიშნა ბეიკერმა. მისი თქმით, ის იგივე ფოტოს ნებისმიერი სხვა სამეფო ბავშვისთვის, ბორის ჯონსონის შვილის, ან თუნდაც, საკუთარი ბავშვისთვის გამოიყენებდა.

კომენტარები

კომენტარი