კინო

GOT: გადარჩენილ დრაკონს შესაძლოა შვილები ჰყავდეს

“სამეფო კარის თამაშების” მაყურებლები ერთი სერიის დადებიდან მეორე სერიამდე დარჩენილ დროს არ კარგავენ და ცდილობენ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ განვლილი სერიების გაანალიზებას და სპოილერ სიმბოლოების ამოცნობას.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, უკანასკნელ დღეებში, დრაკონებს ეხება, კერძოდ, ბოლო სერიაში 3 დრაკონიდან მხოლოდ 1 დარჩა ცოცხალი, თუმცა ეპიზოდში, მაყურებელთა თქმით, იყო მინიშნებები ახალ დრაკონებზე.

გულშემატკივართა ნაწილმა სერიალის მეოთხე სეზონი გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი დრაკონი გარკვეული დროით გაუჩინარებული იყო. მათი თქმით, ის ამ პერიოდში, შესაძლოა, საკუთარ კვერცხებსა და, შემდეგ, ნაშიერებს იცავდა, სანამ გაიზრდებოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული დრაკონი მამრია, რის გამოც მაყურებელთა ნაწილი ამ თეორიას უარყოფს. თუმცა, სხვები იმოწმებენ ჯორჯ მარტინის წიგნს, რომელიც გვაუწყებს, რომ დრაკონები გენდერულად ნეიტრალურები არიან და შეუძლიათ სქესის შეცვლა თავიანთი სურვილის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი