კინო

ჯეისონ მომოამ 45 წამში ქველმოქმედებისთვის 31 000$ შეაგროვა

მსახიობი ჯეისონ მომოა, მოგეხსენებათ, “სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელ ეპიკურ ბრძოლაში არ გამოჩნდა. თუმცა, მან, მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, კერძოდ, ელენ დეჯენერისის შოუში ჯოისონმა ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვების მიზნით ნაჯახების მიზანში სროლის გაკვეთილი ჩაატარა.

მომოას, რომელიც ლეგენდარულ ფილმში Avengers “აქვამენის” როლს ასრულებს, როგორც აღმოჩნდა, გული შესტკივა დედამიწის ბედზე და ამიტომ, მან პლასტმასის პრობლემის გადასაწყვეტად კომპანია დააარსა.

საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მან ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: “ძალიან ვნერვიულობდი შოუზე მისვლამდე, რადგან უნდა მესაუბრა იმაზე, რაზეც ყველაზე მეტად შემტკივა გული – დედამიწაზე. მაქვს მისია, რომ თავი ავარიდოთ პლასტმასის ხარჯვას და ოკეანეების დაბინძურებას”.

ელენის შოუში ჯეისონ მომოამ 45 წამში 31 ათასი ამერიკული დოლარის შეგროვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი