არქიტექტურა, არქეოლოგია

სომხეთში აღმოჩენილი უძველესი ფეხსაცმელი 5,500 წლის წინანდელია

ანთროპოლოგების რწმენით, ადამიანმა ფეხსაცმლის ტარება, დაახლოებით, 40,000 წლის წინ დაიწყო, ამას ხსნიან ანატომიური ცვლილებით.

მიუხედავად ამ რწმენისა, ჯერჯერობით, არ მოგვეპოვება ამის დამამტკიცებელი საბუთი, თუმცა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 5,500 წლის წინ ადამიანები უკვე ატარებდნენ ფეხსაცმელს.

არქეოლოგებმა სომხეთის ერთ-ერთ არქეოლოგიური მნიშვნელობის ლოკაციაზე ფეხსაცმლის ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც ცხოველის ტყავის რამდენიმე ფენისგან არის დამზადებული და National Geographic-ის ცნობით, დღევანდელი საზომით, 7 (ამერიკული) ზომისაა. ფეხსაცლის შეკვრისთვის, ასევე, ცხოველური ტყავი გამოიყენებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, გარედან ეხვეოდა მას.

გარდა ამისა, მეტი სირბილისთვის, როგორც ჩანს, ანტიკური პერიოდის ადამიანები ფეხსაცმელში მცენარის ფოთლებსა და ბალახებს აფენდნენ.

კომენტარები

კომენტარი