ვიდეოები კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ვან გოგის ტრაგიკული ცხოვრება ფილმში “Loving Vincent”

ჰოლანდიელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი  მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მხატვარია. ვან გოგისადმი საყოველთაო ინტერესი განპირობებულია არა მარტო მისი ბრწყინვალე შემოქმედებით, არამედ ბევრი რთული ცხოვრებისეული ამბებით, რომელიც მისი თანმდევი ყოველთვის იყო.

ვან გოგის ცხოვრების შესახებ პირველი მხატვრული ფილმი მაყურებელმა ეკრანზე უკვე იხილა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ივნისის თვეში, ფრანგულ კინოფესტივალზე შედგა.

ფილმზე, სახელწოდებით “Loving Vincent”, ასობით ადამიანისგან დაკომპლექტებული შემოქმედებითი გუნდი 6 წლის მანძილზე მუშაობდა. პროდიუსერების განცხადებით, მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. ფილმი გენიალური მხატვრის სულიერი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ მხარეს გვიჩვენებს. მხატვრის ცხოვრება სავსე იყო კრიზისული პერიოდებით, ამ ფაქტმა კი მის შემოქმედებაში კვალი დატოვა. ვან გოგის ფერწერული ნამუშევრები ყველა დროის შედევრებად და ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებადაა აღიარებული. ზოგიერთი მათგანი შეუფასებელიც კია.

მხატვრის რთული ფსიქოლოგიური ცხოვრების ამსახველმა ფილმმა უკვე დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა როგორც კინოკრიტიკოსთა, ისე რიგითი მაყურებლების მხრიდან.

ფილმის 1–ლი თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=k8xcLdOjX6w

კომენტარები

კომენტარი