კინო

ახალი “ავატარისა” და “ვარსკვლავური ომების” გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Disney-მ “ავატარისა” და “ვარსკვლავური ომების” შემდეგი ნაწილების გამოსვლის თარიღები დაასახელა.

“ავატარის” სიკველის პრემიერა 2021 წლის 17 დეკემბერს დაიგეგმა. ცნობილია ისიც, რომ საკულტო ფილმის გაგრძელება ოთხ ნაწილად გამოვა. დანარჩენი სამი ფილმი კი 2023, 2025 და 2027 წლებში გამოვა.

“ვარსკვლავური ომების” ფანები კი ახალ ფილმს – “The Rise of Skywalker” 2020 წლის დეკემბერში იხილავენ. დანარჩენი ნაწილების პრემიერა კი 2022, 2024 და 2026 წელს შედგება.

კომენტარები

კომენტარი