საშემსრულებლო ხელოვნება

ემილია კლარკი: “ვერასდროს ვიქნები ისეთი ლამაზი, როგორიც დეინერისია”

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მსახიობმა, დეინერისის როლის შემსრულებელმა, ემილია კლარკმა გამოცემა Stylist-თან ინტერვიუში “სამეფო კარის თამაშების” მნიშვნელობასა და ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ პერიოდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მსახიობის თქმით, სერიალის დასრულებასთან ერთად, მან დაკარგა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი თქმით, ის ვერასდროს იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც მისი გმირი, დეინერისი იყო.

“ვერასდროს შევძლებ, გამოვიყურებოდე ისე ლამაზად, როგორც დეინერის ტარგარიენი. ეს პერიოდი მყავდა მაკიაჟის, ვარცხნილობისა და კოსტიუმების მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალები. ისიც კი არ შემიძლია, რომ დეინერისის მსგავსად გავიკეთო თმა. ეს ძალიან მტკენს გულს” – აღნიშნა მსახიობმა.

ემილია კლარკმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ტვინზე ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, მას თვითშეფასება დაუქვეითდა. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში სარკეში ჩახედვაც არ სურდა. “საკუთარ თავს რომ ვუყურებდი, თვალებში უდიდეს ტკივილს ვხედავდი. მაკიაჟსაც კი სარკეში ჩაუხედავდ ვიკეთებდი და ამის გამო საშინლად გამოვიყურებოდი. ჩემი სახე არ შეცვლილა, შეიცვალა ჩემი გრძნობები საკუთარი თავის მიმართ”.

როგორც იცით, ემილია კლარკმა 24 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, შემდეგ კი ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი – 2011 წელს და მეორე – 2013 წელს.

მსახიობის თქმით, ოპერაციების შემდეგ, მან სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი დაიწყო. ფიქრობდა იმაზე, რომ ნებისმიერი წამი შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო. ამ ფიქრებისგან გათავისუფლებაში კი მას თავისი საქმე და “სამეფო კარის თამაშები” დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი