კინო

ჟან-პიერ ჟენე “ამელზე” ფსევდოდოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

ფრანიგი რეჟისორი, ჟან-პიერ ჟენე თავის ფილმზე “ამელი” დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ მან გამოცემა IndieWire-თან ინტერვიუში განაცხადა: “ვწერ სცენარს ფსევდოდოკუმეტური ფილმისთვის, რომელიც “ამელის” შესახებ მოგითხრობთ. ეს იქნება პიტერ ჯექსონის “Forgotten Silver/დავიწყებული ვერცხლის” მსგავსი ფილმი. ჩემი გათვლებით, ეს იქნება ძალიან სასაცილო და დაბალბიუჯეტიანი ფილმი” – აღნიშნა რეჟისორმა.

დოკუმენტური ფილმი “ამელის” 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ჟან-პიერ ჟენე ახალ ფილმზე “ამელის” სცენარისტთან, გიომ ლორანთან ერთად მუშაობს. რეჟისორის თქმით, მას არაერთხელ მიმართეს თხოვნით, გაკეთებინათ “ამელისგან” სერიალი, თუმცა ის ყოველთვის უარს ამბობდა. “სხვა მსახიობი იქნება; გარდა ამისა, ბიუჯეტი არ გვაქვს და იაფფასიანი გამოვა; პარიზში გადაღება ახლა ძალიან რთულია, ყველგან მშენებლობებია – პარიზი ახლა დამახინჯებულია. ამიტომ, არ მინდა არც სიკველი, არც სერიალი, მინდა მხოლოდ ფსევდოდოკუმენტური ფილმის გადაღება “ამელზე”. – აღნიშნა რეჟისორმა.

რეჟისორმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ სურს, გადაიღოს სრულმეტრაჟიანი სამეცნიერო-ფანტასტიკური ანიმაციური ფილმი. მისი თქმით, ფინანსების მოძიების სირთულის გამო, დიდი ხანია ახალ ფილმებზე ვერ მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი