საშემსრულებლო ხელოვნება

Woodstock-ის ორგანიზატორები ინვესტორს დაფინანსების უკანონო შეწყვეტაში ადანაშაულებენ

“Woodstock 50”-ის საორგანიზაციო და საინვესტიციო ჯგუფებს შორის შექმნილი უთანხმოება გრძელდება.

ღონისძიების პროდიუსერი და “ვუდსტოკის” თანადამფუძნებელი, მიშელ ლენგი საინვესტიციო მულტიმედია კომპანიას Dentsu ბრალს დაფინანსების უკანონო შეწყვეტაში სდებს.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი მარკეტინგული კომპანიის, Dentsu Aegis Network-ის ოფიციალურმა წყარომ Billboard-თან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ფესტივალის საინვესტიციო თანხის, კერძოდ, 17 მილიონი დოლარის უკან გამოთხოვას.

“მიუხედავად იმისა, რომ დიდი ენერგია, დრო და ფინანსები ჩავდეთ, ვფიქრობთ, ფესტივალი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ის არ იმსახურებს Woodstock-ის ბრენდულ სახელს, ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ ღონისძიება არ იქნება უსაფრთხო არტისტების, პარტნიორებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის”.

Schuyler County-ის ადმინისტრატორი, ტიმ ო’ჰერნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, თითქოს, ღონისძიება ამჯერად გაუქმებულად ცხადდებოდა.

თუმცა, Woodstock 50-ის ორგანიზატორები კი ამას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ფესტივალი ისევე გაიმართბოდა, როგორც იყო დაგეგმილი.

ლენგმა არა მხოლოდ ფინანსურ მაქინაციაში დაადანაშაულა Dentsu, არამდე, მან განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან ხდებოდა შემსრულებლების ერთგვარი მოწოდება ფესტივალზე გამოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ Dentsu-ს წარმომადგენლები საკმაოდ ღრმად შეიჭრნენ უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ეს კომპანია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის უმსხვილესი ინვესტორია, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაბლოკვით ემუქრება ის ჩვენს შემსრულებლებს, რაც უპატივცემლობის ფარგლებს სცდება და უკანონო ქმედებას წარმოადგენს” – აცხადებს ლენგი.

კომენტარები

კომენტარი