საშემსრულებლო ხელოვნება

ნინო სუხიშვილი 17 მაისზე: ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას

“მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას”, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.

“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი, საერთოდ, სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის დაარანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას”, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტის გამართვა იგეგმება. კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნია”. მოძრაობამ შეცდომით იმ მომღერალთა სია გააჯაროვა, რომლებსაც მათთვის უარი ჰქონდათ ნათქვამი, თუმცა მათ ბოდიში მოიხადეს. 

კომენტარები

კომენტარი