საშემსრულებლო ხელოვნება

მიშელ გურევიჩმა კომპოზიციაზე Fatalist Love ვიდეოკლიპი გადაიღო

გასული წლის მიწურულს, მიშელ გურევიჩმა კომპოზიცია FATALIST LOVE გამოაქვეყნა, 3 მაისს კი მან სიმღერის ვიდეოკლიპიც წარუდგინა მსმენელს.

Fatalist Love არტისტის ბოლო ალბომში Exciting Times შედის, რომელიც გაყიდვაში შარშან, ნოემბერში ჩაეშვა.

მიშელ გურევიჩი კანადაში დაიბადა, რუსულ-ებრაული ოჯახში და ტორონტოს რუსული დიასპორის წრეში გაიზარდა. 2010 წელს ტორონტოდან  ევროპაში, კერძოდ, ბერლინში გადასახლდა და უკვე რამდენჯერმე ეწვია კონცერტებით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მისი მუსიკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სწორედ რუსულმა და აღმოსავლეთევროპულმა მუსიკამ, ემიგრანტი მშობლებისგან მიღებულმა ერთგვარმა მემკვიდრეობამ, იქონია ყველაზე ძლიერი გავლენა მის შემოქმედებასა და მუსიკალურ გემოვნებაზე. ამ გავლენას მომღერალი ასე ახასითებს – „მელოდიების სტილი, ზოგადი გრანდიოზულობა, აგრეთვე, გამოხატვის ტრაგიკომიკური და სენტიმენტალური ფორმა, ერთდროულად პირქუში და სადღესასწაულო“.

შეგახსენებთ, რომ გურევიჩი Tbilisi Open Air 2019-ის ერთ–ერთი მთავარი ჰედლაინერია.

კომენტარები

კომენტარი