საშემსრულებლო ხელოვნება

ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა

ლეგენდრული ბრიტანული როკ-ჯგუფი Queen-ის (Queen ინგლისურად დედოფალს ნიშნავს)  საერთ ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ქონებას გადააჭარბა, – შესაბამისი კვლევა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-ში გამოქვეყნდა. 

ჯგუფის მოქმედი წევრების – ბრაიან მეის (გიტარა), როჯერ ტეილორისა (დრამი) და ჯონ დიკონის (ბას-გიტარა) – საერთო ქონება 445 მილიონ გირვანქა სტერლინგს (585 მილიონი აშშ დოლარი) აჭარბებს.

გასულ წელს ყოველმა მათგანმა თავის ქონებას 33-33 მილიონი ამერიკული დოლარი შესძინა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“ (2018), რომელმაც მსოფლიოს კინოგაქირავებაში თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი მოიპოვა.

93 წლის ბრიტანელი მონარქის ფინანსური მდგომარეობა კი გასულ წელს, პირიქით, გაუარესდა, და მისმა ქონებამ 2018 წლის ბოლოსთვის 370 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამჟამად გიტარისტ ბრაიან მეის ქონება 160 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს, ტეილორის – 155 მილიონ ფუნტს, ხოლო დიკონის ანგარიშებზე თითქმის 130 მილიონი გირვანქაა.

ელისაბედ II წარსულში 5-ჯერ (1989-1994) იყო დასახელებული ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანად და ლიდერობა მხოლოდ მას შემდეგ დაკარგა, რაც ქონების აღწერის მეთოდი შეიცვალა და მასში სამეფო ოჯახის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონებისა და ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების გათვალისწინება შეწყვიტეს.

agora.ge

კომენტარები

კომენტარი