საშემსრულებლო ხელოვნება

Bjork: “გათიშეთ ფეისბუქი და გაისეირნეთ სიმწვანეში”

ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ინტერნეტმომხმარებლებს სოციალური ქსელების გათიშვასა და ცოტა ხნით რეალურ სამყაროში გადმოსვლას ურჩევს.

პოპ–ავანგარდის ვარსკვლავი Pitchfork-თან ინტერვიუში ამბობს: “ალბათ სამყაროში უამრავი ბავშვია, რომლებმაც არ იციან როგორ უნდა გაისეირნონ ბუნებაში და შეასრულონ მარტივი სალაშქრო დავალებები”.

“ფეისბუქზე რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მუცელში სამი ჰამბურგერი გაქვს. ჩემს მეგობრებს სულ ვეუბნები, რომ გაისეირნონ რამდენიმე საათით და მერე დაფიქრდნენ – როგორ გრძნობენ თავს”.

ბიორკი, ამავე ინტერვიუში, აცხადებს, რომ სურს სიმწვანეში ცხოვრება და საკუთარი ბოსტნეული გაზრდა. ამის მიუხედავად, ის არ თვლის, რომ ტექნოლოგია აუცილებლად ბოროტი რამ არის. მისი აზრით, VR ტექნოლოგია გენდერული თანასწორობის საქმეში დიდ და, რაც მთავარია, პოზიტიურ წვლილს შეიტანს. თავად ბიორკიც უახლოეს მომავალში VR გამოფენას მოაწყობს.

კომენტარები

კომენტარი