სტილი, დიზაინი

10 რამ, რაც Vetements-ის შესახებ უნდა იცოდეთ

საიდუმლო არაა, რომ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდი “Vetements” უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდის ეპიცენტრში მოიქცა. ეს იმ ეპატაჟის დამსახურებაა, რომელსაც წარმოშობით აფხაზი დიზაინერი ყოველ მომდევნო კოლექციაში აქსოვს.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 დეტალს, რომელიც Vetements-ის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • Vetements ფრანგულად ტანსაცმელს ნიშნავს
  • Vetements ანონიმური დიზაინერების ჯგუფია, რომლებსაც დემნა გვასალია ხელმძღვანელობს
  • გვასალიამ “ლუი ვიტონში” უფროსი დიზაინერის პოსტი დატოვა, რომ უკეთ ფოკუსირებულიყო Vetements შემოქმედებით ენერგიაზე
  • გვასალია, ამავდროულად, “ბალენსიაგას” არტ დირექტორია
  • 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული Vetements-ისთვის რიგით მეშვიდე სეზონია
  • Vetements ცდილობს შექმნას ტანსახმელი, რომელსაც “ნამდვილი ადამიანები ჩაიცვამენ”
  • ის სელებრითების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია
  • Vetements-ის შთაგონების წყარო მსოფლიოს ურბანული კულტურებია
  • Vetements-ს კაცის მიმართულება 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე დაემატა
  • Vetements-ი მოდელების უმრავლესობას ინსტაგრამზე პოულობს

კომენტარები

კომენტარი