საშემსრულებლო ხელოვნება

ემილია კლარკის თქმით, სექსის სცენების გადაღება GOT-ის გადამღებ ჯგუფში მისი ძმის ყოფნის გამო გაუჭირდა

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, ემილია კლარკი ამ კვირაში ჯიმი კიმელის შოუს სტუმარი იყო, სადაც მან სერიალის ფინალური სეზონის შესახებ ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ემილია კლარკის ძმა “სამეფო კარის თამაშების” გადამღები ჯგუფის წევრია. ჯიმი კიმელის შოუში მსახიობმა ამ თემის ირგვლივაც ისაუბრა. “დიახ, ის ოპერატორთა ჯგუფშია და ეს ძალიან მაგარია, თუმცა ჩემთვის ყველაფერი რთულდება მაშინ, როცა სასიყვარულო სცენების გადაღება იწყება” – აღნიშნა მსახიობმა.

წამყვანის შეკითხვაზე, ვის გაუჭირდა ყველაზე მეტად მეშვიდე სეზონის ბოლოს, მსახიობმა უპასუხა: “რა თქმა უნდა, მას”. ოჯახის დანარჩენი წევრები და მეგობრები, ემილიას თქმით, სერიალით დიდად არ არიან დაინტერესბულნი: “დედაჩემი მხოლოდ იმ ეპიზოდებს უყურებს, სადაც მე ვმონაწილეობ, მეგობრები კი საერთოდ არ უყურებენ სერიალს” – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი